LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წამლების ბაზარზე კომპანია ”ჰუმანითი ჯორჯიას” მედიკამენტები იანვრის ბოლოს გამოჩნდება

93

წამლების ბაზარზე  კომპანია ”ჰუმანითი ჯორჯიას” მედიკამენტები იანვრის ბოლოს გამოჩნდეს. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციაური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

”ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართული იყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისაკენ, არ იყო კონკრეტული კომპანიის, მაგალითად ”ჰუმანითი ჯორჯიას” ლობირება რაიმე სახით. ამ კომპანიამ უკვე დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ და როგორ აპირებენ ამ ნაბიჯების გადადგმას. ვფიქრობ, იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, თვალყური ვადევნოთ ამ კომპანიის აქტივობებს,”- განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრი მიესალმება იმ ფაქტს, თუ კონკურენციის გაზრდით მედიკამენტებზე ფასები შემცირდება.

“მიუხედავად ამისა, ჩვენ პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაპირევთ შევცვალოთ და გავაიმჯობესოთ წამლის ხარისხის კონტროლის სისტემა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g