LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წამლების ფასების რეგულირებაში სახელმწიფო აქტიურად ჩაერთვება

494
1560856080590099

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო წამლების ფასების დარეგულირებაში აქტიურ ჩართვას გეგმავს. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ დეპუტატმა სოფო კილაძემ ამ პრობლემაზე უსაუბრა და წამლების ფასებზე კითხვით პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას მიმართა. 

"მედიკამენტების ფასები ძალიან მაღალია, აუცილებელია რეგულირებაში სახელმწიფოს ჩარევა"

კილაძემ პრემიერის პოსტზე წარდგენილ გიორგი გახარიას მიმართა კითხვით, რა იგეგმება წამლის ფასების შემცირების მიზნით.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ წამლის დანახარჯი ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობისთვის. პირველი ნაბიჯი, რაც უკვე გადაიდგა, ესაა ქრონიკული დაავადებებისთვის გამოყოფილი მედიკამენტები, რომელიც მოსახლეობას სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა.

ბაზრის მთლიანი მოცულობის 88 პროცენტი წამლებისა იმპორტირებულია და იმპორტის თანხა 400 მილიონს შეადგენს, რაც საკმაოდ დიდი ნიშნულია.

ზოგადად, ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა პრაქტიკა ფასების ნაწილობრივი და სრული რეგულაცია როცა ხდება სახელმწიფოს მხრიდან. საქართველოში ეს პრაქტიკა არ არსებობს და ვგეგმავთ სხვადახხვა ღონისძიების დაწყებას, რომელიც გულისხმობს, როგორც ყველაზე დაბალი რგოლიდან აფთიაქებიდან და საცალო გაყიდვებიდან რეგისტრაციებს, ასევე დანერგვას gmp-ის gdp-ს სტანდარტების და ნაწილობრივი რეგულაციების კუთხით სახელმწიფოს აქტიურ ჩართვას წამლების ფასების რეგულირებაში,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

წამლები 1 ლარად - ბახტაძემ ის ჯგუფები ჩამოთვალა, რომელიც ამ შეღავათით ისარგებლებენ

საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომლებიც 6 ქრონიკული დაავადებისას გამოიყენება.

„ქართული ოცნება“ მოსახლეობას მედიკამენტების გაიაფებას  ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაჰპირდა. მას შემდეგ, ყველა პრემიერი თუ ჯანდაცვის მინისტრი საჭირო დროს ამ თემაზე საუბარს იწყებს. განხორციელდა გარკვეული პროგრამები, თუმცა ზოგადად ფარმაციის ბაზარზე ფასები კვლავ მაღალია.

შეგახსენებთ, წინა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, განაცხადა, რომ მის უწყებას მედიკამენტების ფასების კონტროლის ბერკეტები არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები