LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატება, როგორც სამაგიერო: კეიტ უინსლეტმა ბავშვობის წყენაზე ისაუბრა

57

გასულ უქმეებზე, საპატიო BAFTA-ს მიღების შემდეგ, კეიტ უინსლეტმა ბავშვობის შემთხვევაზე ისაუბრა, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

უინსლეტი არასოდეს იყო გამხდარი. მის სავსე ფორმებს კი კასტინგებზე თითქმის ყოველთვის იწუნებდნენ. კეიტმა თავისი ხელმძღვანელის ნათქვამი გაიხსენა: „14 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მკითხა, თანახმა ვიყავი თუ არა, რომ მსუქანი გოგონების როლები შემესრულებინა. შეურაცხყოფილი ვიყავი, მაგრამ არ მოვუსმინე ამ ყველაფერს. წინ მივიწევდი და შიშს და თავდაუჯერებლობას ჩემთვის ვიტოვებდი“, – განაცხადა კეიტმა და ისიც დაამატა, რომ  BAFTA -ზე გამარჯვებას ის ყველა იმ გოგოს უძღვნის, რომლებსაც საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები