იაპონიაში მოღვაწე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ქართველ მორაგბეებს მხარდაჭერას უცხადებს. მოგეხსენებათ, სექტემბერში ამომავალი მზის ქვეყანაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება და დიდი მატჩების სურნელი უკვე ტრიალებს. ამის დასტური თუნდაც ის აქციაა, როდესაც ცნობილი სპორტსმენების ქანდაკებები დადგეს ტოკიოში რაგბის ბურთით ხელში და მათ შორის ტოჩიც იყო. ქართველი თამაშების კეთილი ნების ელჩია.
ქართველი სპორტსმენი რაგბის მსოფლიო თასის პოპულარიზაციას ეწევა.
ტოჩინოშინს იაპონელებმა რაგბის ბურთი დააჭერინეს და ტოკიოს ქუჩებში დასვეს (ფოტო)
ახლა კი ლევანმა საკუთარ ინსტაგრამზე მოკლე პოსტი დადო და ბორჯღალოსნებს წარმატებები უსურვა.
წარმატებები მინდა გისურვოთ! გელოდებით იაპონიაში! და გგულშემატკივრობთ! როგორც მსოფლიო ჩემპიონატის კეთილი ელჩი, თქვენი თანამემამულე და გულშემატკივარი! წარმატებები ვუსურვით ჩვენს ბიჭებს…