სახლის ზამთრისთვის მომზადება ზაფხულის ბოლო დღეებიდან იწყება. ამაში შედის როგორც კარ-ფანჯრის დარეგულირება, ასევე – გამათბობლების შემოწმება სპეციალისტების მიერ; გათბობის ქვაბების უსაფრთხოების განსაზღვრა და ა.შ.
იმისათვის, რომ ზამთარს მომზადებულები შევხვდეთ, პირველ რიგში, მთავარია პრიორიტეტები სწორად დავსახოთ. გამათბობლის შერჩევის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უსაფრთხოებაა. თანამედროვე გამათბობლების მწარმოებლებმა ეს კარგად იციან, შესაბამისად, ცენტრალური გათბობის სისტემების ქვაბები 100%-ით უსაფრთხოა. მთავარია მისი სწორად დამონტაჟება პროფესიონალის მიერ.
უსაფრთხოების შემდეგ გამათბობლების მთავარი უპირატესობა ეკოლოგიურობა და, შესაბამისად, მისი ეკონომიურობაა. მომხმარებლების უმეტესობა ცენტრალური გათბობის სისტემას იმიტომ ანიჭებს უპირატესობას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის კომუნალურ გადასახადებს ამცირებს, შედეგად კი მთელ სახლში სითბო სტაბილურადაა შენარჩუნებული.
უსაფრთხოება, ეკონომიურობა და ეფექტურობა
ეს სამი მთავარი მახასიათებელი წარმატებით გაერთიანდა კომპანია Warmhaus-ში, რომელიც 1996 წლიდან დღემდე ცენტრალური გათბობის ქვაბების, პანელური რადიატორებისა და მაღალი სიმძლავრის საკოდენსაციო ქვაბების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებლად ითვლება მსოფლიოში. კომპანია მსოფლიო მასშტაბით 35 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის – საქართველოშიც.
Warmhaus-ის პროდუქტების შეძენა მომხმარებელს ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიკსში“ შეუძლია. „გრანდ ელექტრონიქსის“ ექსპერტ-კონსულტანტები რეკომენდაციას ბრენდს რამდენიმე მიზეზის გამო უწევენ: იგი დახვეწილი დიზაინითა და კომპაქტურობით გამოირჩევა. გარდა ამისა, ენერგოეფექტურობა და ეკონომიურობა მისი მთავარი განმასხვავებელია ბაზარზე არსებულ სხვა გამათბობლებთან შედარებით.
ასევე, მისი დაყენება როგორც სახლში, ასევე – გარეთაც არის შესაძლებელი, რადგან ყინვაგამძლეობის რეჟიმით გამოირჩევა. შესაბამისად, თუკი აგარაკის ან კერძო სახლის გარემონტებას აპირებთ, „გრანდ ელექტრონიქსის“ გათბობის სისტემების ექსპერტები გირჩევენ, რომ არჩევანი Warmhaus-ის გათბობის ქვაბებზე შეაჩეროთ, რადგან ეს მოდელები ყინვაში კარგად ძლებენ.
ბრენდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი მარტივი რეჟიმები და „სმარტ პანელია“. მისი მართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რაც მთავარია, იმ მოდელებს, რომელიც „გრანდ ელექტრონიქსშია“ წარმოდგენილი, გააჩნია ბავშვებისგან ბლოკირების რეჟიმი, რაც უსაფრთხოებისა და დაცვის დამატებით უპირატესობას წარმოადგენს.