LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს 50,000-ზე მეტ გადამხდელს 400 მლნ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება გადაუვადდა

85
e50ea347917618304944294820c7b33b-XL

პანდემიის დაწყების დღიდანვე, საგადასახადო ადმინისტრირება მაქსიმალურად ორიენტირებული იყო გადასახადის გადამხდელებისთვის წარმოქმნილი სირთულეების შემსუბუქებაზე,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს.

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ 2020 წლის განმავლობაში 50,000-ზე მეტ გადამხდელს სხვადასხვა ფორმით ჯამურად გადაუვადდა 400 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება.

მისივე განმარტებით, RS.ge-ზე შეიქმნა ახალი ელექტრონული სისტემები, რამაც შეუფერხებლად უზრუნველყო კომპენსაციების გაცემა და საგადასახადო შეღავათების გამოყენება. „ამ პერიოდში საგადასახადო დავების განხილვა შეუფერხებლად, სრულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – ამბობს მაჭავარიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g