საქრთველოს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 აპრილიდან დაიწყება.
რაც შეეხება მეორე ეტაპსა და კონკრეტულ საათს, როგორც “ფორტუნას” უწყებაში განუცხადეს, ამის შესახებ, მომდევნო კვირაში, სამინისტროს სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
სამინისტროში ასევე განმარტეს, რომ წელს პირველ კლასში 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შევლენ. აღნიშნულის მიზეზი, სწავლის დაწყების თარიღია. (2018 წლის სასწავლო წელი 17 სექტემბერს იწყება)