LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს საქართველოში 80 000–ზე მეტი ავტომობილი განაბაჟეს

127

საქართველოში 2016 წელს სულ 83 097 ცალი ავტომობილი განბაჟდა.

ამის შესახებ “ფორტუნას” ექსკლუზიური ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

შსს–ს მიერ ფორტუნასთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე, 48 კვადროციკლი, 57 მოტოროლერი და 427 მოტოციკლი განბაჟდა.

სამინისტროს ინფორმაცია 12 დეკემბრამდე არსებულ პერიოდს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადი დაწესდება.
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლებში შევა და 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება.

როგორც პროექტშია აღნიშნული, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი სხვადასხვა დროს გამოშვებულ ავტომობილებზე განსხვავებული იქნება. კერძოდ, ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ვალდებული ხდება გადაიხადოს ქონების გადასახადი მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე. ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით და შემდეგნაირად განისაზღვრება: 1 წლამდე ავტომობილებზე – 500 ლარი; 1-დან 5 წლამდე – 240 ლარი; 5-დან 10 წლამდე – 120 ლარი; 10 წლის ზემოთ – 60 ლარი.

შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ავტომობილების განბაჟების მომდევნო წლის სტატისტიკა უკვე განსხვავებული და შემცირებული იქნება.

magti 5g