LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წერილი გამომიგზავნა, არადა ვიცი, რომ შეუძლოდ არის… ეს არის ნიჭი, რომელიც არ უნდა გავანადგურებინოთ” – ჩარკვიანი სააკაშვილზე

1241
BeFunky-collage (1)

„კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს.

“რუსთავის საპატიმროდან წერილი გამომიგზავნა, არადა ვიცი, რომ შეუძლოდ არის, მაგრამ ეს ტვინის სისხარტე, მასშტაბი, დროის შეგრძნება, საოცარი უნარი ურთიერთობის, ყურადღება, ეს არის ნიჭი, რომელიც არ უნდა გავანადგურებინოთ სირცხვილია, თავის მოჭრაა ქვეყნისთვის ამ მასშტაბის პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა.

მალე, ძალიან მალე თავისუფალი უნდა იყოთ- პრეზიდენტო, თავისუფალ საქართველოში.

ჯანმრთელობას გისურვებთ, ყველაფერი კარგად იქნება, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია, სირცხვილისთვის არ გავიმეტებთ ქვეყანას, საქართველოს რეფორმატორი პრეზიდენტი თავისუფალი უნდა იყოს!”,-წერს თაკო ჩარკვიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g