LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერილი, რომელიც მაშინდელმა შს მინისტრმა გახარიამ გადმომცა, გამაოგნებელი იყო: ჯაფარიძე დეტალებზე

184
ბადრი-ჯაფარიძე-და-მამუკა-ხაზარაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. “ფულის გათეთრების” საქმეზე მიმდინარე პროცესზე, ბრალდებულმა, “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ წერილზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, იმდროინდელი შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო.

გახარიამ პირადად მომცა წერილი, ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას: დავუშვი შეცდომა – ჯაფარიძე

“წერილი გადმომეცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მეშვეობით, სადაც ჩვენგან მოითხოვდნენ “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. თავისთავად გამაოგნებელი წერილი იყო. მგონი, ეს არის ყველაფრის თავი და თავი იმიტომ, რომ ვინც ეს შეთხზა და დაგეგმა, ვფიქრობ, ავთო წერეთლის კომპანიებისგან ნასესხები თანხა დაუკავშირა “ტვ პირველს” და ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ. გადმოგვეცა ეს წერილი, სადაც ბოლოში იყო აბზაცი: თუ ჩვენ არ შევასრულებდით მოთხოვნებს, მაშინ მთელს მსოფლიოს გააგებინებდნენ იმის შესახებ, რაც ჩავიდინეთ 2008 წელს. სიმართლე გითხრათ, მაშინდელ შს მინისტრს პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს არის სისულელე. ვისაც უნდა მოუყვნენ, რადგან 2008 წელს რაც გავაკეთე, მეამაყება.” – თქვა ჯაფარიძემ.

ამ განცხადებას პროკურორი გამოეხმაურა, მამუკა ხაზარაძემ კი მას კითხვით მიმართა: “რატომ გეშინიათ ამ წერილის?”

პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა კი განაცხადა:

“არაფრის მეშინია. ამ წერილზე იყო კითხვებს რომ გისვამდით და იქ განაცხადეთ, რომ ახლო ნათესავის გამო არ დავასახელებო. იქაც კი იცრუეთ.” – თქვა ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

რაც შეეხება წერილს, “თიბისი ბანკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, 2019 წლის 4 მარტს პარლამენტში თქვა, რომ შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან, შუამავლის ხელით წერილი მიიღო. გახარია ხაზარაძეს ემუქრებოდა, თუ კონკრეტულ დავალებებს არ შეასრულებდა, “თიბისი ბანკს” რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა.

ეს არის პიროვნული ვენდეტა, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება – ხაზარაძე სასამართლო პროცესებზე

რაღაცაში გაერკვიეთ, მართლა და მართლა საბავშვო ბაღი ხომ არ არის?! – მამუკა ხაზარაძემ პროკურორს მიმართა

პოპულალურები