LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის წერილების რეგისტრაცია გრძელდება

82
17.03.21 წერილის წერის კონკურსის ვიზუალი

“საერთაშორისო საფოსტო კავშირის” (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისათვის წერილების რეგისტრაცია გრძელდება. “წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი” საქართველოში მიმდინარე წელს მერვედ გაიმართება, რომლის ორგანიზებასაც საქართველოში ახორციელებს “საქართველოს ფოსტა”.

“საერთაშორისო საფოსტო კავშირის” წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს “მსოფლიო საფოსტო კავშირის” ტოკიოს კონგრესზე, მიმდინარე წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზადი იღებს მონაწილეობას.

2021 წლის საკონკურსო თემა გახლავთ “მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით”. კონკურსის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და 15 წლამდე მოზარდებში წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია.

ჟიური გამოავლენს საუკეთესო სამეულს, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება “მსოფლიო საფოსტო კავშირში” და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში.

ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 1 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით.

საკონკურსო წესებისა და პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით „საქართველოს ფოსტის“ ვებგვერდზე gpost.ge.

„საქართველოს ფოსტა“ გისურვებთ წარმატებებს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g