ჟურნალისტი, ანა მარშანია სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში, კარანტინში აღმოჩენილი პატარები აივნებიდან არა მხოლოდ ეკონტაქტებიან ერთმანეთს, თამაშობენ კიდეც.
“ასეთი სანახაობა მარტო რამდენიმე ადამიანმა არ უნდა ვნახოთ, ამიტომ გიზიარებთ. კარანტინის ბავშვები საკუთარი აივნებიდან, დისტანციურად თამაშობენ “ჯეირანსა” და “წეროები მიფრინავენ”.
(როგორც იცით, ნომრის დატოვება და ეზოში ჩასვლა არ შეიძლება).
პ.ს. ახლა დავაკვირდი, როგორ სასაცილო მანევრებით ცდილობს ალექსი წეროების დარტყმის “აცილებას”
