LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წილი ნაყარია! რუბიკონი გადალახულია! ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად დაიწყო! – გვარამია

257
ნიკა-გვარამია-1

“წილი ნაყარია! რუბიკონი გადალახულია! ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად დაიწყო!” – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია ნიკა მელიას პარლამენტიდან გასვლას.

როგორც გვარამია წერს, ახლა მათ უფლება არ აქვთ, დააზიანონ ეს ბრძოლა და გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე შეფერხება შექმნან, გვარამია აქვე აღნიშნავს, რომ სხვების პარლამენტში დარჩენა, ამ ვითარებაში, სწორად არ მიაჩნია:

“არჩევნებში მონაწილეობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. მელიას პარლამენტიდან გასვლაც.

მოგვწონს თუ არ მოგვწონს ცალკეული დეტალები,

წილი ნაყარია!

რუბიკონი გადალახულია!

ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად დაიწყო!

უფლება არ გვაქვს, დავაზიანოთ ეს ბრძოლა და გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერი შეფერხება შევქმნათ!

P.s. სხვების პარლამენტში დარჩენა, ამ ვითარებაში, პირადად მე არ მიმაჩნია სწორად. თუმცა არსებითი ახლა ეს ნამდვილად არ არის. ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყო და პირად მოსაზრებებზე ვერაფრით ვერ ავაგებ ამ ეგზისტენციალურ გამოწვევაში ჩემს ჩართულობას. ვერ დავაყენებ სამშობლოზე მაღლა! მთავარი ახლა გამარჯვევბაა! ჩემთვის ეს საკითხი დახურულია.” – წერია გვარამიას “ფეისბუქმიმართვაში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g