LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წილოსანი: „გოცირიძის“ მეტროსთან დაკავშირებით ვადებზე შეგნებულად არ ვისაუბრებ, რადგან „აქილევსის ქუსლი“ გახდა – სამუშაოები დასრულებულია

192
ფორტუნა (60)

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია დასრულდა და ახლა უკვე მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ელოდებიან. ამის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

წილოსანი აღნიშნავს, ეს მეტროსადგური მერიისთვის „აქილევსის ქუსლი“ გახდა.

„უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ველოდებით. უსაფრთხოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პროცესის დაჩქარება და სწრაფად გასვლა. იქ სამუშაოები დასრულებულია, აღარ მიმდინარეობს, ექსპერტების დასკვნას ველოდებით, ექსპერტები დათვალიერებას, შესწავლას და საექსპერტო დასკვნის მომზადებას ახდენენ. ვადებთან დაკავშირებით „გოცირიძეზე“ შეგნებულად არ ვისაუბრებ, რადგან ჩვენი „აქილევსის ქუსლი“ გახდა“, – აცხადებს წილოსანი.

“გადადგით ყველა ის ნაბიჯი, რაც მოახდენს აღნიშნული კომპანიის გაშავებას” – კალაძე მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაში ჩართული კომპანიის შესახებ

კითხვაზე, მეტროსადგურ „გოცირიძის“ მაგალითის გათვალისწინებით, შესაძლოა თუ არა, მეტროსადგური „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია დაგეგმილ ვადებში ვერ განხორციელდეს, წილოსანი ასე პასუხობს: „მგლის შიშით ცხვარი ვის ამოუწყვიტავსო“, დაახლოებით ასეთია“.

„ვიმედოვნებ, რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი კომპანიები უფრო მეტია, ვიდრე უპასუხისმგებლო. „გოცირიძის“ შემთხვევა იყო ერთადერთი და განუმეორებელი, იმედი მაქვს, მსგავსი არაფერი გამეორდება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ვადებში ჩაეტევა“, – განაცხადა წილოსანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

“ყველამ კარგად ვიცით და თვითონაც კარგად იციან, რომ ყველაფერი მათი ბრალია” – თბილისის ვიცე-მერი მეტრო “გოცირიძის” კონტრაქტორი კომპანიის შესახებ

 

magti 5g