LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წილოსანი: მარნეულში გაიტაცეს გოგონა ცოლად შერთვის მიზნით… ეს არის ძალადობრივი გადმონაშთი ჩვენი უახლოესი წარსულიდან

80
წილოსანი

„ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი მარნეულში 20 წლის გოგოს გატაცებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ფაქტი წარსულის გადმონაშთია.

„ქალის გატაცება ცოლად შერთვის მიზნით არის ძალადობრივი გადმონაშთი ჩვენი უახლოესი წარსულიდან. ეს არის მავნე პრაქტიკა, რომელიც უგულებელყოფს ქალის ნებას და ძალადობით ცდილობს მასზე გავლენის მოხდენას.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მარნეულში გაიტაცეს გოგონა ცოლად შერთვის მიზნით. საბედნიეროდ პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა.

პოლიციამ მარნეულში გოგონას ცოლად შერთვის მიზნით მოტაცების ფაქტზე 2 პირი დააკავა

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირებისთვის.

მსგავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე ყოველთვის ასეთი სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოხდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ.“ – წერს ნინო წილოსანი.

მარნეულში ორი დღის წინ გატაცებული გოგონა ნაპოვნია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები