LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინ მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, ხოლო კიბერსაკითხები შეიძლება გამოწვევად იქცეს

87
120218736-1805189422952287-3866757670680391362-o

თბილისში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი იმართება. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა და კიბერსივრცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცლად ისაუბრა.

როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოების ფორუმი, რომელიც თბილისში პირველად ტარდება, კიბერსივრცეში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების გზაზე მნიშვნელოვან მოვლენად უნდა იქცეს.

„კიბერგანზომილება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კიბერსივრცეში ყოველდღიურად ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც წარმოადგენს არსებით ელემენტს მთავრობების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის და, ზოგადად, ქვეყნების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სამწუხაროდ, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველო რამდენჯერმე დადგა მსგავსი საფრთხეების წინაშე”.

გახარიამ გაიხსენა კიბერშეტევები რუსეთის მხრიდან 2008 წლის კონფლიქტის დროს; 2019 ოქტომბრის შეტევა, რომლის სამიზნეებსაც წარმოადგენდა კერძო და საჯარო სექტორის ვებგვერდების დიდი რაოდენობა და ბოლო შეტევა, რომელიც განხორციელდა პირველ სექტემბერს, როცა ზიანი მიადგა საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუტებს, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიას.

„ხსენებულ საფრთხეებთან ეფექტიანად საბრძოლველად ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი სტრუქტურული ბაზის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს შესაბამისი უწყებების მუშაობას მკაფიოდ გამიჯნული როლებისა და უფლებამოსილებების საფუძველზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გიორგი გახარიამ კიბერუსაფრთხოება მოახლოებულ არჩევნებსაც დაუკავშირა:

“ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს”.

 

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული მასშტაბის სტრუქტურის არსებობის აუცილებლობაზე, რომლის უფლებამოსილებაში შევა შესაბამისი სექტორული უწყებების კოორდინირება. როგორც გახარიამ აღნიშნა, ამ კონტექსტში დიდ მნიშვნელობას იძენს ეროვნული მასშტაბის კიბერინციდენტების იდენტიფიცირება და მართვა.

პრემიერის განცხადებით, დღევანდელი ღონისძიების მიზანს წარმოადგენს მაღალ პოლიტიკურ დონეზე კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოების ერთობლივი განზრახვების კიდევ ერთხელ დადასტურება და ამავდროულად, სამუშაო დონეზე საქართველოს კიბერუსაფრთხოების არქიტექტურის, ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის კანონპროექტის და ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმის დეტალური განხილვა.

მაშინ 300 ერთეული დანაშაული ხდებოდა, ახლა ხდება 100 – შს მინისტრი კრიმინალზე, არჩევნებზე, კიბერუსაფრთხოებაზე

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერას და მათ მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას საქართველოს შესაბამისი უწყებების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი, რომლის ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა, ყოველწლიური გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g