LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინა წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 9.1%-ით გაიზარდა

90
20180419134745

2021 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 997.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.1 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 9.4 პროცენტით.

2021 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა (12.3 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (29.0 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (78.8 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (49.8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (48.1 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (23.8 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (20.3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (7.3 პროცენტი). კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (-29.7 პროცენტი), განათლება (-7.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-3.9 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.7 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.9 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.4 პროცენტი), მშენებლობა (8.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (5.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.0 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები