LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წინა წლების გამოცდილებით, თებერვალ-მარტში შემთხვევების მატებას ველოდებით“ – იაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი

Capture

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსის დიაგნოზით 63 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხეიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, შედარებით რთული მდგომარეობა 3 პაციენტს აღენიშნება, ისინი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არიან მოთავსებული. მათგან ერთს გრიპის ვირუსთან ერთად, ფილტვების ანთებაც აქვს.

ივანე ჩხეიძის თქმით, დეკემბრის ბოლო კვირაში ჯამური მომართვიანობა 483-ს შეადგენდა, მათგან 205 ჰოსპიტალიზებული იყო. იანვრის პირველ კვირაში კი, მომართვიანობამ 405 შეადგინა, კლინიკაში კი, 160 პაციენტი მოათავსეს. იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში დეკემბრის ბოლო კვირაში ფილტვების ანთები 32 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო იანვრის პირველ კვირაში – 20. ივანე ჩხეიძის თქმით, ის გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას თებერვალი-მარტის თვეებში ელოდება.

“შარშან A ტიპი, ანუ ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა, წელს კი, 52 შემთხვევა გვაქს. ბოლო 10 წლის სტატისტიკის მიხედვით, დეკემბრის ბოლო იანვრის დასაწყისი, ეს არის ვირუსის გავრცელების პირველი პიკი. იანვრის ბოლო თებერვლის დასაწყისი ხასიათდება შემთხვევების შემცირებით, ხოლო თებერვალ-მარტში შემთხვევების რაოდენობა ძირითადად იმატებს. შესაძლებელია, წლევანდელი წელი გამონაკლისი იყოს, თუმცა ამის თქმა ძალიან ძნელია, შესაბამისად, წინა წლების გამოცდილებით, თებერვალ-მარტში ჩვენ შემთხვევების მატებას ველოდებით,“ – განაცხადა ივანე ჩხეიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g