LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინააღმდეგი არ ვიქნებოდით, ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი ყოფილიყო – ნინო ბურჯანაძე

51

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, „პატრიოტთა ალიანსის“ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ტელეეთერით შეიტყო, პარტიამ მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი რომ წარადგინა იმ ფონზე, როცა მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მერობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით.

„წინააღმდეგი არ ვიქნებოდით, ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილიყო. „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ბოლო წუთამდე არ პასუხობდნენ, რას გეგმავდნენ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. ხოლო მოგვიანებით, ტელეეთერით შევიტყვე, რომ პარტიამ მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი წარადგინა,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მათი მთავარი კონკურენტი არის ხელისუფლება, რომელსაც სერიოზული ფინანსურ-ადმინისტრაციული რესურსი აქვს.

„ჩვენ გვაქვს ხელისუფლებასთან და ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან მორალური უპირატესობა, რაც ნამდვილად მოგვცემს გარდატეხის შეტანის შესაძლებლობას. ყველა ოპოზიციური პარტია გაემიჯნა მოლაპარაკებებს, ყველა საკუთარ პარტიულ ინტერესებზე ფიქრობს. და ამოცანად ისახავს, მოუგოს ან ბურჯანაძეს ან რომელიმე სხვა პარტიას და არა იმას, რომ ხელისუფლება რეალურად შეიცვალოს,“ –  აღნიშნა ბურჯანაძემ.

ოპოზიციური ერთობა თანამშრომლობას კვლავ სთავაზობს, „ნაციონალური მოძრაობის, „ევროპული საქართველოსა“ და ხელისუფლების გარდა, სხვა პოლიტიკურ ძალებს.

შეგახსენებთ, რომ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ“ დღეს თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატები დაასახელეს. ნინო ბურჯანაძემ მერობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები