LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასაახალწლოდ ყველაზე კარგი საჩუქარია „ბუსტერ“ დოზა გაიკეთონ და არ მოაწყონ დიდი ღრეობები: ფხაკაძე

178
BeFunky-collage (7)

პანდემია, როგორც მთავარი გამოწვევა – კორონავირუსის განვითარების მოლოდინები, როგორია 2022-ის ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარები – ამ საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი საზოგადეობას კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ურჩევს კარგად ნაცნობი რეგულაციები ზედმიწევნით დაიცვან.

“რაც უფრო მეტი გავრცელება იქნება, მით უფრო მეტი მუტაცია იქნება, ჩვენ ამას ვერ ავცდებით. როდესაც ამბობენ, როდის დამთავრდება პანდემია, ჩემი პასუხი არის – თქვენ რა გააკეთეთ, რომ ეს პანდემია გავაჩეროთ? სამედიცინო პირბადე გამოიყენეთ? დისტანცია დაიცავით? ვაქცინა გაიკეთეთ? „ბუსტერ“ დოზა? როდესაც არაფერი გაუკეთებიათ და ელოდებიან, ვიღაცა რაღაცას გააკეთებს. წინასაახალწლოდ ყველაზე კარგი საჩუქარია „ბუსტერ“ დოზა გაიკეთონ, გამოიყენონ სამედიცინო პირბადე და არ მოაწყონ დიდი კორპორატიულები, ღრეობები.

მომავალ წელს იქნება მედიკამენტები, ვაქცინები, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ადამიანები, რომელთაც არ სჯერათ ან არ უნდათ. ამ ადამიანებს რა ვუყოთ არ ვიცი.

ვიცი, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია, მთავარია, მონდომება, სიყვარული და ადამიანობა, რაც ნიშნავს, რომ საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც მივხედოთ”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” ეთერში.