LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასაგამოცდო რჩევები აბიტურიენტებისთვის – ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 3 ივლისს დაიწყება

339
აბიტურიენტები გამოცდაზე

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის წინასაგამოცდო რჩევებს ავრცელებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აბიტურიენტებმა ცენტრში შესვლისთანავე უნდა ჩააბარონ ტელეფონი და ყველა ზედმეტი ნივთი:

„საგამოცდო ცენტრში შესვლისთანავე ჩააბარეთ ტელეფონი და ყველა ზედმეტი ნივთი; ტესტზე მუშაობის დაწყება შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა;

არ დააწყოთ სამუშაო მაგიდაზე ზედმეტი ნივთები. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე; გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. არ შეიძლება მისი გადაკეცვა ან დაზიანება;

შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლები რჩება ცენტრში. ის პასუხების ფურცელთან ერთად უნდა ჩააბაროთ მეთვალყურეს მუშაობის დასრულებისას“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

#გამოცდები2024👇 🔹გამოცხადდით გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას; 🔹თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი…

Posted by naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი on სამშაბათი, 02 ივლისი, 2024

პოპულარულები