წინასწარი მონაცემებით, ინდოეთში, გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადში, ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა, 242 ადამიანი დაიღუპა – აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press აჰმადაბადის პოლიციის კომისარზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა – ბორტზე 242 მგზავრი იმყოფებოდა
სამართალდამცველის თქმით, იმის გამო, რომ თვითმფრინავი საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა, სავარაუდოდ, დაღუპულები ადგილობრივებს შორისაც იქნებიან.
„როგორც ჩანს, ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილები არ არიან“, – თქვა პოლიციის კომისარმა, ჯეი ეს მალიკმა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა.
პოლიციის ინფორმაციით, საავადმყოფოებში 100-ზე მეტი ცხედარია გადასვენებული.
ცნობისათვის, ავიაკატასტროფა ინდოეთის გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადში დღეს მოხდა – ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ინგლისის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა და ექიმების საერთოს საცხოვრებელს დაეცა. ბორტზე 230 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მგზავრებიდან 169 ინდოეთის, 53 დიდი ბრიტანეთის, 7 პორტუგალიისა და ერთი კანადის მოქალაქე იყო.