LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი შეტყობინების გარეშე სააფთიაქო საქმიანობის დაწყებაზე ჯარიმა ორმაგდება

40
მედიკამენტები

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, წინასწარი შეტყობინების გარეშე სააფთიაქო საქმიანობის განხორციელებაზე ჯარიმები მკაცრდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

წინასწარი შეტყობინების გარეშე სააფთიაქო საქმიანობის დაწყებაზე ჯარიმა ამჟამად 2 000 ლარია, ხოლო განმეორებით საქმიანობაზე 4 000. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჯარიმები ორმაგდება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამის მიზეზია შემთხვევები, როდესაც აფთიაქებს ჯარიმის გადახდა უღირთ, იხდიან და საქმიანობას კანონის დარღვევით ახორციელებენ.

„ერთადერთი მუხლი, რომელზეც ჯარიმა იზრდება, ეს არის შეტყობინების გარეშე საქმიანობა ფარმაცევტული დაწესებულების – აფთიაქის. არსებული რეგულაციით, ეს არის 2 000 და 4 0000 ლარი, ხოლო შემოთავაზებულით ორმაგდება და ამას აქვს თავისი ახსნა. რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასად მედიკამენტის გაყიდვა იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით, თუ ჯარიმები დაახლოებით მაინც არ გათანაბრდა, აფთიაქები გააგრძელებენ უკანონო საქმიანობას. ჯარიმები სარკისებური უნდა იყოს, აფთიაქს არ უნდა უღირდეს უკანონოდ საქმიანობის განხორციელება“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, შორენა ოქროპირიძემ.

magti 5g