LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Windows 11 ოფიციალურად გამოვიდა – განახლება სრულიად უფასო იქნება

186
page

სულ ცოტა ხნის წინ Microsoft-ის მთავარი ღონისძიება გაიმართა. Windows 11 ოფიციალურად გამოვიდა და მასში უამრავი სიახლეა. მთავარი სიახლე  ვიზუალური მხარეა. ჩვენ ახალ მენიუს ვიხილავთ, „სტარტის“ ღილაკი კი ცენტრშია განთავსებული. მის დიზაინში მეტ მომრგვალებულ კუთხეებს შევხვდებით. სისტემურად კი ის გაცილებით სწრაფი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები, რომლებიც Windows 10-ს იყენებენ, Windows 11-ზე განახლებას უფასოდ შეძლებენ. იმისათვის, რომ ახალ „ვინდოუსზე“ გადახვიდეთ საჭიროა, რომ ოპერაციული სისტემის მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. Windows 11 უკვე 64 ბიტიან პროცესორს, 4GB მინიმალურ ოპერატიულ მეხსიერებასა და 64გბ შიდა მეხსიერებას ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები