LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი ჯვრის საზოგადოებამ საქართველოში მყოფ უკრაინელ ბავშვებს საჩუქრები გადასცა

92
Untitled design

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობს ცენტრების მოწყობას საქართველოში შემომსვლელი უკრაინელებისთვის.

ორგანიზაციის ცნობით, ცენტრში ხდება უკრაინელების ინფორმირება სახელმწიფოში არსებული მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, ასევე ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში პირველი მოხმარების ჰიგიენურ ნივთების გადაცემა.

როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში აღნიშნავენ, პროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინელი ბავშვებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული სივრცეების მოწყობას და მათზე ზრუნვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g