წიწმატის სასარგებლო თვისებებზე ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ და რომაულ წყაროებშია საუბარი. ჰიპოკრატე ამტკიცებდა, რომ რომ წიწმატი წმენდს სისხლს და ავადმყოფს სასიცოცხლო ძალებს უბრუნებს. შუა საუკუნეებში წიწმატი აქტიურად მოჰყავდათ ევროპაში. მას განსაკუთრებით დიდი დაფასება ჰქონდა გერმანიაში. წიწმატს რამდენიმე სახეობა აქვს, სწრაფად იზრდება, ყინვაგამძლეა და ნიადაგის მიმართ უპრეტენზიო. ბევრს ის იმიტომ მოსწონს, რომ ოდნავ ცხარე, პიკანტური გემო აქვს, რაღაცით პირშუშხას ჩამოჰგავს. ბოტანიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ მისი გემო სხვადასხვა გემოთა ნაზავს წარმოადგენს.
წიწმატში შემავალი ვიტამინებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა შთამბეჭდავია, მათი შეხამება კი ძალზედ წარმატებული. ეს გახლავთ კაროტინი, A, E, C, D, K, PP და B ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინი, მინერალები: ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, ასევე ცილები, ნახშირწყლები, ეთერზეთები, გლიკოზიდი, ალკალოიდი ლეპიდინი, ფლავონოიდები და ზეთი. წიწმატის რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში ჩვენს ორგანიზმს ის ბევრ სასარგებლო სამსახურს გაუწევს. აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს, დევნის ტოქსინებსა და შლაკებს და არეგულირებს სისხლის წნევას. ხალხური მედიცინა წიწმატს უხსოვარი დროიდან იყენებს, როგორც ორგანიზმის იმუნიტეტის გამაძლიერებელ და ანთების საწინააღმდეგო, ასევე შარდმდენ, ამოსახველებელ, დამამშვიდებელ, ანტისკლეროზულ საშუალებას. წიწმატს ანტიოქსიდური თვისებები აქვს, უხდება დეპრესიულ მდგომარეობას და აუმჯობესებს ძილს.

დიდი ხანი არაა, რაც ოფიციალურმა მედიცინამ წიწმატი თვალის დაავადებების საპროფილაქტიკო საშუალებად შორის დაასახელა. მისი რაციონში ჩართვა თავიდან აგვაცილებს კატარაქტის წარმოქმნას და აქვეითებს კიბოს წარმოქმნის ალბათობას. წიწმატის ფოთლებით ხალხური მედიცინა დამწვრობებს, კანის დაავადებებს, ჭრილობებსა და წყლულებს მკურნალობს. ის რეკომენდებულია გაციების დროს, განსაკუთრებით ბრონქიტისა და მდგრადი ხველის დროს, ასევე, ნაღველკენჭოვანი დაავადებებისა და სახსრების ტკივილისას. წიწმატი დამხმარე საშუალებად გამოიყენება პროსტატიტისა და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას.
თუ, წიწმატს, ყოველდღიურად მივირთმევთ, ძილი გაგვიუმჯობესდება და სტრესის დამანგრეველი გავლენა შემცირდება. პაროდონტოზის და კბილების სხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის საჭიროა ყოველდღიურად მივიღოთ ქორფა წიწმატი. კოსმეტოლოგიაში გამოიყენება როგორც წიწმატი, ასევე მისი წვენი და ზეთი. ეს ყველაფერი საოცრად უხდება კანისა და თმის მოვლას. განსაკუთრებით ეფექტურია წიწმატის ნიღბების გამოყენება ჩირქოვანის გამონაყარის დროს.
