LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WIZZ AIR დაკარგული ბარგის დაბრუნების ხანგრძლივობას ამცირებს

58

ბარგის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air SITA WorldTracer-ს შეუერთდა. აღნიშნული სიახლე ავიაკომპანიას დაკარგული ბარგის დაბრუნების ხანგრძლივობის შემცირებაში დაეხმარება.

როგორც ”ფორტუნას” ავიაკომპანიიდან აცნობეს, WorldTracer-ის მეშვეობით, Wizz Air-მა მნიშვნელოვნად შეამცირა დაკარგული ბარგის დაბრუნების ხანგრძლივობა, რაც მგზავრების კიდევ უფრო უსაფრთხო მოგზაურობას უზრუნვეყოფს. SITA WorldTracer ბარგის საძიებო გლობალური სისტემაა, რომელიც დაკარგული ბარგის დაბრუნებაში მსოფლიოს მასშტაბით 460-ზე მეტ ავიაკომპანიას 2,800-ზე მეტი აეროპორტის მასშტაბით ეხმარება.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბარგი მგზავრობის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. დანიშნულების ადგილზე ბარგის გარეშე ჩაფრენა მთელს მოგზაურობაზე ნეგატიური კუთხით აისახება. შესაბამისად, იმ იშვიათ შემთხვევაშიც კი, როცა ჩემოდანი იკარგება, ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მას მგზავრს სწრაფად და მინიმალური დისკომფორტის შედეგად დავუბრუნებთ. სწორედ აქ ასრულებს ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს WorldTracer”, – განაცხადა დიედერიკ პენმა, Wizz Air-ის აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, WorldTracer ავიაკომპანიებს ბარგის უკეთესი ზედამხედველობის საშუალებას აძლევს, რაც ჩემოდნებზე თვალყურის დევნებას და დაკარგული ბარგის რაოდენობის შემცირებას გულისხმობს. SITA-ს 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს 4 მილიარდზე მეტი მგზავრი გადადგილდა, ავიაკომპანიებმა მაინც მოახერხეს დაკარგული ბარგის მაჩვენებლის შემცირება. ეს მაჩვენებელი 1000 მგზავრზე 5.57 ჩანთას შეადგენს. ეს იყო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები