ავიაკომპანია Wizz Air-მა შესაძლოა ხელბარგის გადატანის წესები შეცვალოს. ამის შესახებ პოლონური ვებ-გვერდი fly4free.pl წერს. არსებული ინფორმაციით, სიახლის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია 2 კვირაში გააკეთებს, ძალაში კი ის 29 ოქტომბრიდან შევა.
საუბარია ბორტზე ხელბარგის გარანტირებული ატანისთვის გადასახადის დაწესებაზე. ამასთან, ავიაკომპანია გეგმავს, რომ ფასიანი ჩასაბარებელი ბარგის წონა 23-დან 20 კილოგრამამდე შეამციროს.
პოლონური ვებ-გვერდის ცნობითვე, ამ დროისთვის მცირე ზომის ჩანთის ატანა თვითმფრინავში მგზავრებს უფასოდ შეუძლიათ, ხოლო უფრო დიდი ზომის ხელბარგზე გადასახადია დაწესებული. ცვლილებების შედეგად კი მოსალოდნელია, რომ ბორტზე გარანტირებულად ხელბარგის ასატანისთვის მგზავრებს დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაკომპანია მას უფასოდ, საბარგო განყოფილებაში გადაიტანს.