„ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები საქართველოში და ქუთაისის ბაზაზე” – ამის შესახებ Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმღვანელი ანდრაშ რადო აცხადებს. მისივე განმარტებით, ქართველ დასაქმებულებს ალტერნატიულ სამუშაოს შესთავაზებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და მათ სამსახურიდან არ გაათავისუფლებენ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ბაზის მუშაობის შეჩერება ჯერ დადასტურებული არ არის და მიმდინარეობს საკითხის განხილვა. „ჩვენ დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას… საერთაშორისო და ადგილობრივი წესები უნდა დავიცვათ”, – ამბობს რადო.
ცნობისთვის, Wizz Air-ს ქუთაისის აეროპორტში 3 თვითმფრინავი ჰყავდა ბაზირებული და მათი ეკიპაჟი ადგილობრივი კადრებით იყო დაკომპლექტებული.