LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წლიდან წლამდე წყვეტების თვალსაზრისით სიტუაცია გაუმჯობესდება” – GWP-ის გენერალური დირექტორი წყლის შეწყვეტის მიზეზებზე საუბრობს

68
წყალი-ონკანი

მოსახლეობის კრიტიკა წყლის წყვეტასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ლეგიტიმურია, – ასე პასუხობს  GWP-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია bm.ge-ს კითხვას წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„აბსოლუტურად ლეგიტიმური კრიტიკაა გათიშვებთან დაკავშირებით, თუმცა გათიშვები არის ორი სახის: ავარიული და გეგმური. უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში რა მოცულობით ქსელის რეაბილიტაციაც განხორციელდა, ასეთი GWP-ის ისტორიას არ ახსოვს. ქსელის რეაბილიტაციის დროს, რა თქმა უნდა, გეგმური გათიშვები აუცილებელია, სწორედ ეს გათიშვები ხდება ხშირ შემთხვევაში მოსახლეობისგან უკმაყოფილების მიზეზი. როცა ხდება მაგისტრალურ მილსადენზე გადაერთების სამუშაოები, ამ დროს ძალიან ბევრ აბონენტს ეთიშება წყალმომარაგება, მაგრამ ეს გარდაუვალი პროცესია. დამეთანხმებით, რომ ბოლო წლებში ძალიან ბევრი რეაბილიტაცია განხორციელდა და ამას თავისი წყვეტები მოჰყვება. ეს არის ძირითადი მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი ბაბუხადიამ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა GWP-ის ტარიფის გადახედვა, ბაბუხადიამ უპასუხა, რომ არსებული ტარიფი, რომელიც 2020 წლის ბოლოს დადგინდა, 2023 წლის ჩათვლით იქნება ძალაში.

„სატარიფო გეგმაში გაწერილია ინვესტიციების მოცულობა და ჩვენ მერიასთან ერთად ვასრულებთ გეგმას. ინვესტიციების მოცულობა არათუ იკლებს, არამედ წლიდან წლამდე იმატებს. როცა ტარიფი წყალმომარაგებაზე დგება 3 წლის პერიოდით, გათვალისწინებულია მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები“, – განაცხადა ირაკლი ბაბუხადიამ.

კითხვაზე, რა პერიოდი იქნება საჭირო, რომ პრობლემები აღმოიფხვრას, ირაკლი ბაბუხადია პასუხობს, რომ წლიდან წლამდე წყვეტების თვალსაზრისით სიტუაცია გაუმჯობესდება.

წყარო: BM.GE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g