LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის სპორტსმენი ვერსტაპენი გახდა: Laureus-მა ჯილდოები ჩამოარიგა

81
image

„ფორმულა 1“-ის ჩემპიონი მაქს ვერსტაპენი „წლის სპორტსმენის“ ნომინაციაში პრესტიჟული პრიზის Laureus-ის მფლობელი გახდა.

„რედ ბულის“ პილოტის გარდა ჯილდოზე პრეტენზიას აცხადებდნენ სუპერბოულის 7-გზის გამარჯვებული ტომ ბრედი, მოცურავე კალებ დრესელი, „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, მძლეოსანი ელიუდ კიპჩოგე და მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

„ფორმულა 1“-ის მრბოლელებს შორის ეს ჯილდო ადრე მიუღიათ მიხაელ შუმახერს (ორჯერ), სებასტიან ფეტელსა და ლუის ჰემილტონს.

ლევანდოვსკიმ პრიზი მიიღო უნიკალური მიღწევისთვის, ხოლო ტომ ბრედიმ – დიადი კარიერისთვის.

ქალთა შორის წლის სპორტსმენი გახდა იამაიკელი მორბენალი ელეინ ტომპსონი, რომელმაც ტოკიო 2020-ზე 3 ოქრო მოიგო.

კატეგორიაში „წლის გარღვევა“ გაიმარჯვა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ემე რადუკანუმ, რომელმაც აშშ-ის ღია პირველობა მოიგო.

MotoGP-ის 6-გზის ჩემპიონი მარკ მარკესი „წლის დაბრუნება“ გახდა.

პრიზი ასევე ერგო 13 წლის სკეიტბორდისტ სქაი ბრაუნს, რომელმაც ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიგო და ყველაზე ახალგაზრდა მედალოსანი გახდა დიდი ბრიტანეთის ისტორიაში.

„წლის გუნდის“ კატეგორიაში პრეტენდენტი იყო „მერსედესი“, მაგრამ პირველობა დაუთმო ევროპის ჩემპიონ, იტალიის საფეხბურთო ნაკრებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები