LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წუხელ მოვწიე მარიხუანა და დღეს ვარ კრიმინალი – იაგო ხვიჩიას ლაივი

1359
iago xvichia

დღეს ამოქმედებულ კანონზე, ნარკოტესტის ადგილზე ჩატარებასთან დაკავშირებით „გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია „ფეისბუქლაივში“ საუბრობს, რომელიც მან ავტომობილის მართვის დროს ჩაწერა.

ხვიჩიამ განაცხადა, რომ წუხელ მოწია და დღეს მის მიერ ავტომობილის მართვა კანონმდებლობით კრიმინალად ითვლება.

„წუხელ მოვწიე მარიხუანა და ვარ კრიმინალი, ზუსტად ვიცი, რომ ჩემ სხეულში აუცილებლად იქნება მარიხუანის ნაწილაკები, რაც ქვეყნის კანონმდებლობით არის დანაშაული – მიუხედავად იმისა, რომ ორი საკონსტიტუციო სასამართლო მაქვს მოგებული, კრიმინალი ვარ, რადგან აქვე მდგომმა პატრულმა შეიძლება, ნარკოტესტი ჩამიტაროს,“ – ამბობს იაგო ხვიჩია.

მისი თქმით, „ნარკოტესტის ჩატარებაზე მოქალაქეებმა უარი უნდა თქვან, რადგან პოლიცია, რომელიც უდანაშაულო ადამიანს წაიყვანს ციხეში, ის ვერ იქნება მორალური სამართალდამცველი, ამიტომ, მოსახლეობამ პოლიციაც უნდა დაიცვას უსამართლო კანონის აღსრულებისგან“.

„პოლიცია ამისთვის არ გვჭირდება. პოლიცია სხვა რამისთვის გვყავს დაქირავებული და ბოროტი ადამიანები, რომლებიც ასეთ კანონებს იღებენ, ქართულ პოლიციას სახელს უტეხენ,“ – ამბობს ხვიჩია.

https://www.facebook.com/iago.khvichia/videos/2413849165306277/?__xts__[0]=68.ARD24Nx8ZizyZvpsdLvdmsZS5_t1zUMkBG1mC4gmV0AV59RlCLn0EEZlOqU6QdILiAPlla-viqIfJyqjiaNQwaZCv10fwR_mRk33ZJfNQpuEVtPH84jYBhI97r5O8NQCMaeO5VioORX3NlUZqXn92btTD6TSR8jdwcoIzYj5KfM8fn_YXBtiyIu0BgBEXUlmYSKR-W44I2Or6MaGXNx_ieBUoL3N7l6IY9dJokc4bFIZAKwhEi0Bm0-No6orV1u69toBd2du6lua5VIxuGplZh5rNb0gsrPzvTmhYf5zxf2_yVIGowrfQfLNyrgb1Rw3fpijct8oiVDgl_ZNKEwLGqyJobYECMTqGQ7eNw&__tn__=H-R

2019 წლის 1 აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელზეც შსს თვეების განმავლობაში მუშაობდა და პარლამენტმა შარშან, 30 ნოემბერს დაამტკიცა, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, სამი წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

1 აპრილიდან ნარკოტიკების მოხმარებისთვის დაგიჭერენ - როგორ შეამოწმებენ მძღოლებს

ნარკოლოგები თანხმდებიან, რომ ნებისმეიერი თრობის დროს ადამიანის ქცევა ფხიზელი მდგომარეობისგან მკვეთრად განსხვავებულია, თუმცა ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ნივთიერება როდის და რა დოზით არის მიღებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები