LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: დღეს საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს, სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში ზოგიერთი ოპოზიციონერის ქმედება უკვე ემსგავსება ცირკს, რადგან სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ

61
BeFunky-collage (2)

“12-პუნქტიანი რეკომენდაციები არის ჩვენ მიერ ძალიან სერიოზულად აღქმული,” – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველ ერს ეცოდინება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპულ გზაზე მისი წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთა.

„დღეს ჩვენ საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს და სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში ეს უკვე ემსგავსება მათი მხრიდან ცირკს, რადგან ერთობიან ისინი, სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ, არადა ეს არ არის გართობა. 12-პუნქტიანი რეკომენდაციები არის ჩვენ მიერ ძალიან სერიოზულად აღქმული. პარლამენტი მუშაობს დღენიადაგ. მე პარლამენტში კოლეგებთან ყოველდღიური კავშირი მაქვს. ვიცი, რამხელა შრომას ეწევიან, რათა დათქმულ ვადებში ყველა საკანონმდებლო ცვლილება გატარდეს. საქმე გვაქვს რეალურად იმასთან, რომ მათ, ვგულისხმობ ზოგიერთ ოპოზიციონერს, დეოლიგარქიზაციის კანონი კი არ უნდოდათ, უნდოდათ რეალურად დეოცნებიზაცია, დებიძინიზაცია. აღმოჩნდა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეეხება მაგალითად კეზერაშვილს, რომელმაც თავისივე ვრცელი განცხადებით აღიარა, რომ დიახ, ის ოლიგარქია. შეიძლება, სხვებსაც შეეხოთ, ბანკირები რომ იყვნენ წარსულში და ხალხს დევნიდნენ საკუთარი სახლებიდან. ეს უკვე აღარ მოსწონთ. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ ვინმეა ოლიგარქი ამ ქვეყანაში, ეს არის ნებისმიერი მათი წარმომადგენელი, მაგრამ არა ბიძინა ივანიშვილი. ამით არიან უკმაყოფილო. ეს ნამდვილად ემსგავსება მათი მხრიდან ქვეყნის ბედით თამაშს, მაგრამ ჩვენ არ ვართ თამაშის ხასიათზე, ჩვენ ვმუშაობთ და ქართველ ერს ეცოდინება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპულ გზაზე მისი წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთა“, – განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g