LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: ძალიან კარგია, თუ ამჯერად მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დააფასებს თავის ამომრჩეველს და დაბრუნდება საქართველოში

117
publika.ge-dsc-6477-1024x684

“ვფიქრობ, ძალიან კარგია, თუ ამჯერად მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დააფასებს თავის ამომრჩეველს და დაბრუნდება საქართველოში, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი მუდმივად წინ იფარებს ხანდაზმულ დედას.

„ეს ჩემში, რბილად რომ ვთქვა, გაკვირვებას იწვევს და იმ ადამიანს, რომელსაც ერის მამად წარმოუდგენია თავი, ალბათ უფრო მეტი ღირსება მართებს თუნდაც საკუთარ მშობელთან მიმართებაში. ამ ადამიანის მუდმივად წინ აფარება ჩემთვის არ არის დიდებად სანაქებო საქციელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები