კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ენმ-ს თავმჯდომარე გახდება, ასე ეხმიანება:
“არ არის ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი, მაგრამ ასე თუ მოხდა, ვიტყოდი, რომ იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც მისი ადგილია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო შეთავაზება, გამხდარიყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. ამგვარი შემოთავაზების არსებობას არც პარტიაში ადასტურებენ.