LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი მელიაზე: „ის, ვინც გასაგდებია აგდებენ ხოლმე“

384
fot (1)

ის, ვინც გასაგდებია აგდებენ ხოლმე, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმულ კითხვას.

„ამ ოდიოზური ფიგურებიდან, როგორიც ვანო მერაბიშვილი და ბატონი ადეიშვილი არიან, უკეთესის მოლოდინი არავის არ შეიძლებოდა, ჰქონოდა. უკეთესის მოლოდინი ადეიშვილისგან ჰქონდა მხოლოდ ნიკა მელიას, რომელსაც იმედი ძალიან მწარედ გაუცრუვდა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. როგორც მელიამ აღნიშნა, პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა.

ნიკა მელიას განცხადებითვე, ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა ლევან ხაბეიშვილს მისი გაგდება დაავალეს და მანაც შეასრულა ეს დავალება.

 

ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე: „იმდენად ხელმოცარულები არიან, პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ“

ნიკა მელია: მოვუწოდებ პარტიის მენეჯმენტს, უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა, გადადგას ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g