კულტურის მინისტრის განცხადებით, „ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება, პატიმარს ჰქონდეს, ეს არის მისი გარემოცვა, რომელიც გარეთ არის“. თეა წულუკიანის თქმით, „სააკაშვილს ეს მწვავე პრობლემა აქვს“.
ადამიანი შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაიღუპოს – ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე
თეა წულუკიანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რას ფიქრობს ცენტრ „ემპათიას“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე:
„როგორც ყველა ადამიანს, ჩემი შეხედულებები მაქვს. ჩემს შემთხვევაში, ეს შეხედულებები ეყრდნობა იმ გამოცდილებას, რომელიც პატიმრებთან და პატიმრების საკითხებზე მუშაობისას მაქვს – ეს არის სტრასბურგის სასამართლოში 10 წლის და შემდეგ 8 წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრად მუშაობის გამოცდილება, რაც მიყალიბებს აზრს, რომ ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება, პატიმარს ჰქონდეს, ეს არის მისი გარემოცვა, რომელიც გარეთ არის.
როცა ბორკილები ადევს ადამიანს და სასჯელს იხდის, ან პატიმრობაშია, მისი მთავარი საყრდენი, იმედი არის ის ან ისინი, ვინც მას გარეთ ელოდებიან. როდესაც გარეთ მყოფი ადამიანები არ არიან მოწოდების სიმაღლეზე, რომლებიც არ არიან კეთილსინდისიერები, რომლებსაც მოცემული პატიმარი პატიმრად კი არ აინტერესებთ, როგორც უფლებების მატარებელი ადამიანი, არამედ როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი, ეს უკვე აზიანებს მოცემულ პატიმარს, რა გვარისაც უნდა იყოს, აზიანებს მის უფლებრივ მდგომარეობას.
ეს გარემოცვა შეიძლება რაღაც კონკრეტულ მომენტში იყოს ოჯახი, „ენჯეო“ ,შეიძლება იყოს ნებისმიერი. ამიტომ, გარემოცვაზე ძალიან ბევრია ხოლმე დამოკიდებული, განურჩევლად იმისა, რა სტატუსის მატარებელი იყო წარსულში პატიმარი. მე პატიმრებს ყოველთვის ვუსურვებდი ხოლმე, რომ გარეთ მყოფი მისი გულშემატკივარი ყოფილიყოს ძლიერი, კეთილსინდისიერი, რომ თქვენც იყოთ უკეთესად. ეს შემიძლია, სააკაშვილს ვუსურვო, რადგან ყველა პატიმარი ჩემთვის ღირებულია და თანასწორია“, – თქვა თეა წულუკიანმა.
არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში – ზურაბიშვილი