LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითულიანი სააკაშვილზე: დეპრესია აქვს და ციხეში ყოფნა არ მოსწონს, ამიტომ, სასჯელი უნდა გადავუვადოთ იმ იმედით, რომ ოდესმე მოეწონება და დაბრუნდება?

120
Untitled design (1)

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხს ეხმიანება.

როგორც დავითულიანმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „არ უნდა გამოყონ ერთი ადამიანი, რომელსაც დეპრესია აქვს და ციხეში ყოფნა არ მოსწონს“.

ადამიანი შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაიღუპოს – ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

თამარ ჩერგოლეიშვილი: ერთხელ რომ იტყვი კვდება, მეორედ რომ იტყვი კვდება, მესამედ აღარ დაიჯერებენ

„როგორც წესი, სასჯელის გადავადება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე თავისთავად ხომ არ არის, არა? ამ ქვეყანაში ბევრი მსჯავრდებული გვყავს, რომელსაც მართლა მძიმე დაავადებები აქვს, მაგრამ ციხის საავადმყოფოს პირობებში მკურნალობენ.

ახლა, უნდა გამოვყოთ ერთი ადამიანი, რომელსაც დეპრესია აქვს და ციხეში ყოფნა არ მოსწონს და ამიტომ, სასჯელი უნდა გადავუვადოთ იმ იმედით, რომ ოდესმე მოეწონება და დაბრუნდება? თუ როგორ?“ – განაცხადა დავითულიანმა.

არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში – ზურაბიშვილი

პრეზიდენტი: თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება

„სასამართლო რომ არ გვაქვს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა“ – როგორ აფასებს ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილზე ზურაბიშვილის გაკეთებულ განაცხადს