„ერთხელ რომ იტყვი კვდება, მეორედ რომ იტყვი კვდება, მესამედ აღარ დაიჯერებენ,” – ამის შესახებ „ტაბულას” დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილს შეუქმნეს ილუზია, რომ საქართველოში ციხიდან ხალხი დაიხსნიდა.
„მეცხვარის და მგლის ამბავი ხომ იცით? მაგაზეც ხო უნდა ვიფიქროთ?
ერთხელ რომ იტყვი კვდება, მეორედ რომ იტყვი კვდება, მესამედ აღარ დაიჯერებენ
მე ამისი შიში მუდამ მქონდა იმიტომ, რომ ამ მხრივ არ გამოირჩეოდა მისი გარემოცვა მოლოდინები სწორად რომ ემართათ.
გასაგებია ეს ყველაფერი. ძალიან მძიმეა ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრები რომ არსებობენ….ნიკა გვარამია იქნება, მიშა სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა. პრობლემა რა არის? რომ გყავს რეჟიმი, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს.
გავიგე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიშა სააკაშვილი და მისი მდგომარეობა განსაკუთრებულია, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საერთოდ ყველაფრის გამო მაგრამ, აქამდეც ხომ ჩვენით მოვედით?
იმ კაცს ხომ ვიღაცამ შეუქმნა ილუზია, რომ შენ თუ ჩახვალ საქართველოში ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვა და ჩახტა ცისტერნაში თუ კონტეინერში და ჩამოვიდა იმ იმედით, რომ ხალხი მოგლეჯდა ციხის კარებს და გარეთ გამოვიდოდა,“ – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.