სოსო ჯაჭვლიანმა “ქართული ოცნება” დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან “მთავრი არხის” ეთერში გააკეთა.
“ამ წუთიდან ქართული ოცნების წევრი მე არ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს,”-განაცხადა ჯაჭვლიანმა.
ამასთან, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა და “ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები მის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა.