LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვეულების მასპინძლის გამოკითხვა დასრულდა: რას ამბობენ ანა გაბეჩავას ადვოკატები

1174
BeFunky-collage (1)

მცხეთის პოლიციაში  18 ივნისის წვეულების მასპინძელი ანა გაბეჩავა გამოიკითხა. როგორც ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვა ჩატარდა მათ მიერ შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ანა გაბეჩავას მიმართ შესაძლო ბულინგსა და ზეწოლას შეეხება, თუმცა უფლებადამცველი დასძენს, რომ შეკითხვები გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზეც დაისვა.

„აბსოლუტურად ყველაფრის გარშემო იყო შეკითხვა, მათ შორის შაქარაშვილის საქმეზეც. მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს. ძალიან ბევრი კითხვა იყო, რა თქმა უნდა, სხვაგვარად ამდენ ხანს არ გავჩერდებოდით“,- განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

ამასთან, როგორც გაბეჩავას მეორე ადვოკატმა აღნიშნა, შესაძლოა, გამოკითხა რამდენჯერმე გახდეს საჭირო.

„შესაძლებელია, რამდენჯერმე გახდეს საჭირო გამოკითხვები, თუ რაიმეს დაზუსტება იქნება საჭირო. თუმცა გეტყვით, რომ მითითებული განცხადების საფუძველზე მოხდა ოქმის შედგენა. დეტალებზე მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს“- განაცხადა თათია მანეჟაშვილმა.

დღეს, თავად ანა გაბეჩავასთან მედიასთან არ უსაუბრია.

არც ერთ მოწმეს არ ვენდობი, სიმართლეს რომ ამბობდნენ აქამდე საქმე ბოლოში გვექნებოდა გაყვანილი – შაქარაშვილის ბიძა

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის 10 ტომიან საქმეში დევს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული და შესაძლოა, შეცვლილია კიდეც.

როცა ნარკოტიკების მიღება თავისუფლების აქტად ცხადდება, ასეთ ტრაგედიებს ვერ ავცდებით – ჯაღმაიძე შაქარაშვილის საქმეზე

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g