LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

1767
BeFunky-collage - 2024-06-09T132744.376

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

„დღეს, 9 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან და 10-ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).“ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები