დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ ჩიქოვანს შეხვდა. გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს Covid-19-ის დაფიქსირებიდან დღემდე საქართველოს წითელი ჯვრის რეაგირება და სერვისები, როგორებიცაა შინმოვლა, კატასტროფების რისკის შემცირება და რეაგირება, პანდემიის პერიოდში უფასო პირველი ფსიქოლოგიური დახმარება და ასევე, Covid-19-ზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. განხილვის შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ქალაქ ბათუმში წყალდიდობის შედეგად განსაკუთრებულად დაზარალებულ 164 ოჯახს, მათი უმთავრესი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 300 ლარიანი ვაუჩერები გადასცა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქ. ბათუმის მოსახლეობის დახმარებას ახორციელებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) მხარდაჭერით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარება.