LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში კიდევ ერთი სანატორიუმი იყიდება

121

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ცისკარი“ ელექტრონულ აუქციონზე პირობებიანი ფორმით გასაყიდად გამოიტანა.

ყოფილი სანატორიუმი „ცისკარის“ საწყისი ღირებულება 150 ათასი ლარია, აუქციონი 11 მარტს დასრულდება.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა  სულ მცირე 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც მოიცავს  უძრავ ქონებაზე 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა–რეკონსტრუქციას, აღჭურვას და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობას. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე, არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ  სახელმწიფომ წყალტუბოში  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორი ყოფილი სანატორიუმი გაყიდა. სანატორიუმი „მეშახტის“ ბაზაზე, არანაკლებ 100-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება, ხოლო ყოფილი სანატორიუმი „ივერიის“ ტერიტორიაზე ინვესტორები  6 000 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებენ. შედეგად, კურორტი წყალტუბო 80-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს და 260 სასტუმრო ნომერს მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g