ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონი სალომე კენჭიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ 7-8 მარტს, პარლამენტთან გამართული აქციების შემდეგ გაიცნო, ბუდაპეშტის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.
ინფორმაციას „One World – სწავლა საზღვარგარეთ“ ავრცელებს და წერს, რომ სალომეს სურვილის ასრულებაში მონაწილეობით მოხარულები არიან:
„სალომე კენჭიაშვილის ევროპული ზაფხული ჩვენთან ერთად!
წყლის ჭავლთან მოთამაშე გოგონა ბუდაპეშტის საზაფხულო სკოლაში 2 კვირით გაემგზავრება.
გვიხარია, რომ თუნდაც ერთი ოცნება ავუსრულეთ სალომეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.