LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთში საცხოვრებელ მიწებზე მოთხოვნამ იკლო – ახლა, წავკისი და ტაბახმელა ლიდერობენ

298
800x600-1551886916

თბილისთან ახლოს, საცხოვრებელ მიწებზე მოთხოვნა გაიზარდა – ინფორმაციას Colliers Georgia ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ბოლო წლებში, თბილისში და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე მოთხოვნა მზარდი იყო.

განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ შეიცვალა ბაზარი პანდემიის პირობებში, გაიზარდა თუ არა მოთხოვნა მსგავსი ტიპის მიწის ნაკვეთებზე და როგორი ტენდენცია შეინიშნება ფასების მხრივ. ამ მიზნით, „კოლიერს ჯორჯიამ“ მიმოიხილა საცხოვრებელი დანიშნულების მიწის ნაკვეთების ბაზარი თბილისსა და მის შემოგარენში. კვლევის ფარგლებში ტრანზაქციების რაოდენობა, საშუალო ფასი და ბაზრის მოცულობა არის გააანალიზებული. საკვლევი პერიოდი მოიცავს 2019, 2020 წლებს და 2021 წლის პირველ ნახევარს.

Colliers Georgia-ს ცნობით, 2021 წლის პირველ ნახევარში, თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე 822 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 56%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ, საკვლევ არეალში ლიდერობენ წავკისი, ტაბახმელა და თხინვალა. აღნიშნულ დასახლებებში 2021 წელს დარეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა თითოეულში დაახლოებით 100 ერთეულს შეადგენს.

წყნეთში მოთხოვნამ 4.2%-ით დაიკლო, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ვაკანტური მიწის ნაკვეთების სიმცირით და ამასთანავე მაღალი საფასო განაკვეთით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g