LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კალათბურთელი დათუნა ჟღენტია

1253
დათუნა ჟღენტი

წყნეთ­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდა კა­ლათ­ბურ­თე­ლი და­თუ­ნა ჟღენ­ტია. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შესახებ სოციალურ ქსელში კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს და მომხდარის გამო მწუხარობას გამოთქვამს.

„სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ახალ­გაზ­რდა კა­ლათ­ბურ­თე­ლის, და­თუ­ნა ჟღენ­ტის ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით!“ – აღნიშნულია კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ციის მიერ გავრცელებულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შეგახსენებთ, რომ წყნეთში დენის დარტყმის შედეგად, 15 წლის მოზარდი დაიღუპა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

რას ჰყვებიან წყნეთში მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველები: „15 წლის ბიჭი კალათბურთელი იყო, ახტა და შეეხო სადენებს“

„როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბიჭი კალათბურთელი იყო, ახტა და შეეხო სადენებს და ასეთი ტრაგედია დატრიალდა“

უბედური შემთხვევა სკვერში მოზარდების თამაშის დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკვე­რის მიმ­დე­ბა­რედ ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

რო­გორც ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა მედიასთან საუბრისას აღ­ნიშ­ნა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ცდი­ლობ­დნენ მო­ზარდს სას­წრა­ფოს მის­ვლამ­დე დახ­მა­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ბიჭი ექიმების მისვლამდე დაიღუპა.

„ინფორმაცია, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, სრული სიცრუეა“ – რა განცხადებას ავრცელებს ვაკის გამგეობა წყნეთში 15 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

mazda magti 5g