LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Yangwang U9 Xtreme – ყველაზე ძვირად ღირებული BYD ისტორიაში

112
1098x1098 (1)

BYD-ის პრემიუმ ბრენდის, Yangwang-ის ჰიპერქარი – Yangwang U9 Xtreme ისტორიაში ყველაზე ძვირად გაიყიდა. კომპანიის ტოპ-მენეჯერის, ლი იუნფეის განცხადებით, ერთ-ერთი ეგზემპლარი პეკინის ავტოსალონზე 20 მილიონ იუანზე მეტ ფასად (დაახლოებით 2.9 მილიონი დოლარი) გაიყიდა.

ეს მაჩვენებელი ავტომობილს არა მხოლოდ BYD-ის ისტორიაში აქცევს ყველაზე ძვირად ღირებულ მოდელად, არამედ, შეფასებების მიხედვით, შეიძლება იყოს ყველაზე მაღალი ფასი, რაც ოდესმე ჩინური წარმოების სუპერქარში გადაიხადეს.

U9 Xtreme ფორმალურად სერიულ მოდელად ითვლება, თუმცა რეალურად მისი გამოშვება მხოლოდ 30 ერთეულით არის დაგეგმილი. ჰიპერქარი უკვე გახდა რამდენიმე რეკორდის მფლობელი – მათ შორის, ერთ-ერთ ტესტზე პაპენბურგის ავტოდრომზე მან 496.22 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ელექტრომობილად აქცევს.

Xtreme ვერსია წარმოადგენს სტანდარტული U9-ის გაუმჯობესებულ მოდიფიკაციას. თუ საბაზო ვერსიის სიმძლავრე 1306 ცხენის ძალაა, Xtreme უკვე 3019 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები