მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები გრძელდება.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მათი შეიარაღებული ძალები ადგილობრივი ანტიტერორისტული ზომების გატარებას წარმატებით აგრძელებენ.
უწყების განცხადებით, მათმა ძალებმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დანაყოფების პოზიციები გაარღვიეს და 6 სოფელი დაიკავეს. მათივე ცნობითვე, განადგურებულია მოწინააღმდეგეების სამხედრო ობიექტები, განეიტრალებულია საბრძოლო პოზიციები და სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო ტექნიკა.
მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატები და აზერბაიჯანს ოპერაციის დასრულებისკენ მოუწოდებს:
„აშშ ღრმად არის შეშფოთებული მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციით და მოუწოდებს მისი დაუყოვნებლივ დასრულებისკენ“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
დიმიტრი მედვედევი ნიკოლ ფაშინიანზე: „გამოიცანით, რა ბედი ელის მას…“
ერევანში მიმდინარე პროტესტი შეტაკებებში გადაიზრდა – არიან დაჭრილები