სოფელ ყარაჯალარის მკვიდრს ერთდროულად COVID-19 და ციმბირის წყლული აღმოაჩნდა. 43 წლის ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოში 11 აგვისტოს ციმბირის წყლულის ნიშნებით შეიყვანეს.
როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, პაციენტს მაღალი სიცხე აღენიშნებოდა, შესაბამისი ანალიზის და PCR ტესტის შემდეგ ციმბირის წყლული და კორონავირუსი აღმოაჩნდა.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.